ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 160 მილიონი ლარია. მან ამის შესახებ რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველა სახის სამუშაოების დასრულებას 4 წელი დასჭირდება, რეაბილიტაციის შემდეგ კი, კლინიკა მინიმუმ 700 საწოლზე იქნება გათვლილი და პაციენტები ყველაზე თანამედროვე სერვისების მიღებას შეძლებენ.
„ჩვენი გამოთვლებით, საორიენტაციო ბიუჯეტი პროექტის განსახორციელებლად, ყველა იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებისგან არის რეკომენდებული, 160 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც დავხარჯავთ და რომლის შედეგადაც პრაქტიკულად ყველა გამოწვევა იქნება დაძლეული ამ მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების პარალელურად, დაწესებულება ფუნქციონირებას არ შეწყვეტს“,- აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 იანვარს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. თებერვალში უკვე ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილის დემონტაჟის გადაწყვეტილება შეჩერდა. კობახიძის გადაწყვეტილებით დაანონსდა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტის განხორციელება დაიწყებოდა.
საქართველოში უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები მზარდია. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები…
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა სექტემბერში 59 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.69 მილიარდი ლარით, ანუ 2.93%-ით…
თბილისის მერია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის…